Showing posts with label ბალეტი. Show all posts
Showing posts with label ბალეტი. Show all posts

Thursday, May 13, 2010

პირველი საბალეტო სკოლა



    ბალეტი ლამაზი ცეკვაა. ტელევიზორში ან ფილმში მაინც გექნებათ ნანახი. შეიძლება ბალეტზე თქვენც დადიხართ ან იცნობთ ასეთ ადამიანს. ინგლისურად ბალლეტ ასო “თ” არ იკითხება და გამოითქმის როგორც ბალეი.ბალეტი პირველად იტალიაში შესრულდა 1600-ში.1661-ში კი პირველი საბალეტო სკოლა გაიხსნა საფრანგეთში. ის ლუი მეთოთხმეტემ გახსნა და მხოლოდ კაცებს ჰქონდათ უფლება ეცეკვათ. ქალებმა პირველად ბალეტი იცეკვეს 1681 წელს. ისინი სულაც არ გავდნენ დღევანდელ ბალერინებს, რადგან კოჭებამდე კაბა ეცვათ.1789 წლამდე შემსრულებლები არა მარტო ცეკვავდნენ არამედ პოემებსაც ამბობდნენ და სიმღერებსაც მღეროდნენ.საცეკვაო ძველი ილეთები დღესაც შემორჩენილია და მათ ისევ ფრანგული სახელები ჰქვიათ.ბალეტის ძირითადი 5 ილეთი შეიქმნა 1600 წლებში ფრანგი ბალეტის მასწავლებლისეაუცჰამპს-ის მიერ. ეს ხელების და ფეხების მოძრაობა ეხმარება ბალეტის მოცეკვავეს დაიცვას ბალანსი ცეკვის დროს. ბალეტის ყოველი ნაბიჯი იწყება ერთ-ერთი ძირითადი ილეთიდან.ილეთების ფრანგული დასახელებები და მათი ქართული შესატყვისები:

“Devant,”-win
“Glissade,”-narnari
“Pas,”-nabiji
“Pas de chat,”-“katuri nabiji”
“Pas de deux,”-nabijebi ori mocekvavisTvis
“Pas jete,”- gamosr ialeba
“Releve,”-aweuli
“Rond de jambe,”-cal fexze triali
“En premiere,”-pirveli pozicia
“En seconde,”-meore pozicia
“en troisieme,” “en quatrieme,” and “en cinquieme.” –mesame, meoTxe da mexuTe pozicia.

მოცეკვავეები. მდედრობითი სქესის მოცეკვავეები ანუ ბალერინები ცეკვავენ თითის წვერებზე. ამას ჰქვია ცეკვა “ენ პოინტე”. ბალერინა სულ მცირე 12 წლის უნდა იყოს რომ იცეკვოს ეს ცეკვა. შემდებ იგი იცმევს ფეხზე თითის წვერებთან მაგარ და ბანტიან ფეხსაცმელს. მატყლს დებენ წყერებთან რათა ბალერინას არ ეტკინოს თითის წვერები. 
ბალერინები წარმოდგენისთვის იცმევენ “ტუტუს”, რომელიც არის გრძელი პერანგი და ის მიმზიდველად ჩანს როცა ბალერინა ცეკვავს.
მათი თმა კი კოსად შეკრული თავზე მაღლა აქვთ გადაწეული.
მამაკაცი მოცეკვავეები, რომლებსაც უბრალოდ ბალეტის მოცეკვავეები ჰქვიათ, ცეკვავენ უბრალო რბილი სპეციალური ფეხსაცმლით. მათ არ აცვიათ პუანტები. ასევე ისინი კარგ ფორმაში უნდა იყვნენ, რათა შეეძლოთ ბალერინების ჰაერში აწევა. 
ყველა ბალეტის მოცეკვავეს აცვია კოლგოტი. ეს არის წინდების მაგვარი რამ , რომელიც მთელ ფეხს ფარავს. 

ყველა საბალეტო დადგმა სხვადასხვანაირია სხვადასხვა ადგილებში.
შეგიძლია ნახო “გედების ტბის” ბევრნაირი დადგმა და არასდროს მოგწყინდება რადგან ყველა ქორეოგრაფი თავისებურად დგამს ბალეტს.


Wednesday, May 12, 2010

ბალეტი 2


ბალეტი 15 საუკუნის იტალიური რენესანსის დროში წარმოიშვა და განვითარდა საფრანგეთში, ინგლისსა და რუსეთში როგორც საკონცერტო ცეკვის სახეობა. თავდაპირველად ის სრულდებოდა კლასიკურ მუსიკაზე. ბალეტი ისწავლება სპეციალურ საბალეტო სკოლებში მთელი მსოფლიოს ირგვლივ, რომლებიც იყენებენ თავის კულტურას და საზოგადოებას რათა გააცნონ ეს ხელოვნება. 
საბალეტო ცეკვები იდგმება ქორეოგრაფიულად პროფესიონალი მოცეკვავეების მიერ, რომლებიც შესრულებაში რთავენ მიმიკებსა და მსახიობურ ილეთებს. Bბოლოს კი მუსკა ედება წარმოდგენას (ჩვეულებრივ ორკესტრის, ზოგჯერ კი ვოკალურიც). Bბალეტი არის სტაბილური ცეკვის სახეობა, რომელიც შეიცავს სხვა ცეკვების თავდაპირველ მოძრაობის ფორმებს.

ცეკვა რთული შესასრულებელია და ითხოვს ბევრ მეცადინეობას რათა მიაღწიო შედეგს. ის ცნობილია როგორც ღომანტიც bალეტ ორ Bალლეტ Bლანც, რომელიც გულისხმობს მდედრობითი სქესის მოცეკვავეს, რომელიც კონცენტრირებულია პოინტის მუშაობაზე, რხევაზე, ზუსტ ტანმოვარჯიშის მოძრაობებზე. Bბალერინები წარმოდგენილი არიან მოკლე თეთრ ფრანგულ კონტუმში რომელსაც ჰქვია ტუტუ. ბალეტის უკანასკნელ განითარებაში შედის: სახვითი ბალეტი, ნეოკლასიკური ბალეტი და თანამედროვე ცეკვის ელემენტები.

სიტყვა “ბალეტი” მოდის ფრანგულიდან, რომელიც ინგლისურშიც დამკვიდრდა 17 საუკუნიდან. ფრანგული სიტყვა კი თავის მხრივ იტალიური “ბალეტოდანაა”. ფუძე “ბალო” ცეკვას ნიშნავს. Bბალეტის ყველაზე ძველი სიტყვა კი ლათინურშია “ბალეა” რაც ასევე ცეკვას ნიშნავს.

ბალეტი




ბალეტი

ბალეტი ცეკვის ერთ-ერთი სახეობაა რომელიც თეატრის მაყურებლისთვის სრულდება. როგორც სხვა ცეკვები, ბალეტიც მოგვითხრობს ისტორიას, გამოხატავს გუნებას ან უბრალოდ გამოხატავს მუსიკას. თუმცა ბალეტის ცეკვის ტექნიკა (ფორმა რომელითაც იგი სრულდება) დიდად განსხვავდება სხვა ცეკვებისაგან. ბალერინები ბევრ ისეთ სხეულის მოძრაობას ასრულებენ რომელიც არაბუნებრივია. მაგრამ როდესაც ეს მოძრაობები კარგად სრულდება ისინი ბუნებრივად გამოიყურება.

ბალერინები უარყოფენ ცეკვის მძიმე ტექნიკას და ტივტივებენ ჰაერში დიდხანს, ნელა, ნახომებით. ისინი ბალანსს ინარჩუნებენ იმ დროს როდესაც ტვიალებენ ბრზიალა სათამაშოსავით და თავბრუ არ ეხვევათ. ნაბიჯების დროს, ფეხები ისე სწრაფად მოძრაობს რომ თვალის დევნება რთულია. ქალები ფეხის წვერებით ცეკვავენ, მამაკაცები კი მათ ხელში იყვანენ და მაღლა ისე სწევენ თითქოს ბუმბულივით მსუბუქები ყოფილიყვნენ.

ბალერინები დიდ სიამოვნებას იღებენ ბალანსის კონტროლირებით და ამ გრძნობებს მაყურებელსაც უნაწილებენ. მაყურებლებს ისეთი გრძნობა ეუფლებათ, თითქოს ბრზიალებენ მოცეკვავეებთან ერთად. სხეულის უბრალო მოძრაობით მოცეკვავეები გამოხატავენ ისეთ ემოციებს როგორიცაა: ბრაზი, შიში, ეჭვიანობა, სიხარული და სინანული. ბალერინების სხეულის ხაზი ლამაზი და ჰარმონიულია დიზაინით. ბალეტის ტექნიკას კლასიკური ჰქვია, რადგან იგი ხაზს უსვამს უმანკოსა და ჰარმონიულ დიზაინს.


მოცეკვავეები და მათი მეცადინეობები



მოცეკვავე შეძლებს ბალეტის რთული ნაბიჯების შესრულებას მხოლოს მრავალი წლის მეცადინეობის შემდეგ. ბალეტის გაკვეთილების დაწყება მსურველს შეუძლია 8-10 ასაკიდან. ის ვინც ბალეტზე სერიოზულად ფიქრობს და გადაწყვეტილი აქვს ბალერინის კარიერა კვირაში 3-დან 6 დღე მეცადინეობს 12 წლის ასაკში. მოცეკვავეების უმრავლესობა პროფესიანალი ხდება 20 წლის ასაკში და პენსიაზე გადის 45 წლის ასაკში. სახში მეცადინეობა ძალიან ძნელია ამიტომ მოცეკვავეები დადიად სპეციალურ სტუდაში. მეცადინეობას უნდა დარბაზის სივრცე, ხოლო როიალი კარგი დამხმარე იქნებოდა.

პროფესიონალი ბალერინებიც კი ვარჯიშობენ ყოველ დღიურად რათა საუკეთესო ფორმაში იყვნენ. სპეკტაკლის დროს მათ არანაირი დაძაბვა არ უნდა დაეტყოთ და მთლიანად უნდა იყვნენ შთანთქმული თავიანთ დრამატიკულ როლში ან მუსიკაში. მაყურებელმა მხოლოდ სილამაზე და გამოხატულობა უნდა შეამჩნიოს და არა ტექნიკური სირთულე.


იდეალური ბალერინა.


სასურველი ფიზიკური მოთხოვნა ბალეტის მოცეკვავისთვის არის: გრძელი ხელები და ფეხები, გრძელი კისერი და შედარებით მოკლე ტანი. იდეალური ტანი ბალერინასთვის არის მოქნილი, გამხდარი და ძლიერი. მოცეკვავეებს არ შეუძლიათ შეიცვალონ ტანის პროპორციები, მაგრამ მათ შეუძლიათ გამოიმუშაონ ფიზიკური მონაცემები. ყველა დიდმა ბალერინამ დაიწყო არა სასურველი მონაცემებით.
ასევე იდეალურ ბალერინას უნდა ჰქონდეს რიტმის გრძნობა და მთლიანად უნდა შეიგრძნობდეს მუსიკას. მას უნდა უყვარდეს ბალეტი და მთლიანად უნდა მიუძღვნას თავი მას. სხვა შემთხვევაში ისინი ვერ შეასრულებენ ლამაზ მოძრაობებს...