ნაყინი
ნუ მე-თანაცხოვრები რა
ნუ მე-სხეულები
და ნუ მე
ცოტა დიდივით იფიქრე
და დიდივით მოიქეცი.
რა თვალებ ჩახატული მოდიხარ შეხვედრაზე
და რა ტუჩებდაბერილი?
რა დროს შენი ეგეთებია და რაღადროს ჩემი ეგეთებია?
ან მოიქეცი ის როგორც შენი ტოლი გოგოები იქცევიან,
სარკის წინ რო ტრიალებ საათნახევარი
ჯობია შეხვედრაზე არ დააგვიანო,
რო დამაყუდებ და მალოდინებ
და მეც ნერვებს რო მაშლევინებ
რა პაემანივით ვდგავარ ამხელა კაცი
და რა პატარა ბიჭივით ვნერვიულოლბ!
რა წარამარა საათზე ვიხედები და
რა წარამარა გეძებ თვალებით სულ ყველა მხარეს.
არ გაგივა ეგეთები!
აჰა,მოდიხარ
ქუსლებზე შემდგარი,
ძლივს იკავებ თავს რო არ წაიქცე.
ალბათ გუშინ მთელი ღამე სწავლობდი სიარულს,
მოკლე კაბაც მოგინახია
და ეს ჩვევაც გისწავლია,სიარულის დროს შიგდაშიგ ქვემოთ რომ ქაჩო.
თმას ხელის ერთი მოძრაობით უკან იგდებ და
ისე მიღიმი თითქოს წაქცევას ვაპირებ.
არ გაგივა-მეთქი!
ნუ მედიდები!
ნუ მემეორენახევრები!
ნუ მეთანაცხოვრები
და ნუ მკოცნი
ხელკავს ნუ მიყრი
თავს მხარზე ნუ მადებ
და ნუ მსიამოვნებ!
რა დროს შენი ეგეთებია......
და რაღა დროს ჩემი ეგეთებია.......
ხელს თუ გადაგხვევ იმას არ ნიშნავს თითქოს შემაბი
თუ წამასწარი ფეხზე რომ დაგხედავ
და თუ შემრცხვება
იმას არ ნიშნავს რომ როგორც ქალს ისე გიყურებ
ან თუ შემთხვევით ჩაგეხუტები
და სახესთან სახეს მოგიტან და ცხვირზე გაკოცებ
არ ნიშნავს რომ სხვაგან კოცნა მინდოდა და ვერ გაგიბედე!
კარგი რა,
ეს ყურისძირში კოცნა მაინც ვიღამ გასწავლა?
ან წელზე ხელის მოხვევა?
არ გეცოდები?
ნუ მე-თანაცხოვრები რა
ნუ მე-სხეულები
ნუ მემეორენახევრები........
და ნუ მე
ნუ მემეები რა!
შენი ტოლი გოგოებივით
დაიმორცხვე ნაყინს რომ გიყიდი.
ნუ მეუბნები ერთიც გვეყოფა და რიგრიგობით
ვლოკოთო.
ხო ხედავ მაინც ორს ვყიდულობ
და ერთი....ერთი შემთხვევით მივარდება..............
No comments:
Post a Comment