Saturday, May 8, 2010

ქევანა




წრეზე

წრეში,
რომელსაც ტომარასავით მოუკრა თავი ბოლო წელმა,
ვდგავართ მე და შენ.
ვდგავართ მე და შენ.
მომემუცლე,
მომემუხლე,
მომეშუბლე,
მეხელისგულე.
ცოტაა სივრცე:
ოთხად მოკეცილ გაზეთზე ტანგო
ისე უნდა ვიმეცადინოთ,
წრეს არ გადავცდეთ მილიმეტრებით.
მრავალწლიანი ელექტრო შოკი:
ენის წვერების დიალოგი
ახლა გვიშენებს დამცავ მავთულხლართს -
ზღაპარში ვინმე ფეთიანი არ გადმობობღდეს,
ალაყაფის ღრიჭოებმა ქარიშხალი არ შემოაპაროს.
დროგამოშვებით ვდგავართ ზურგებით,
ეს დაკვირვების რიტუალია,
მთის წვერზე ცეცხლი რომ ავანთეთ,
ისევ თუ ბოლავს.
დღეს – ეს წრე გვყოფნის
როცა მუცელი წამომეზრდება,
ცარცით ნელ-ნელა გავაფართოვებთ.

No comments:

Post a Comment