Wednesday, May 12, 2010

ბალეტი




ბალეტი

ბალეტი ცეკვის ერთ-ერთი სახეობაა რომელიც თეატრის მაყურებლისთვის სრულდება. როგორც სხვა ცეკვები, ბალეტიც მოგვითხრობს ისტორიას, გამოხატავს გუნებას ან უბრალოდ გამოხატავს მუსიკას. თუმცა ბალეტის ცეკვის ტექნიკა (ფორმა რომელითაც იგი სრულდება) დიდად განსხვავდება სხვა ცეკვებისაგან. ბალერინები ბევრ ისეთ სხეულის მოძრაობას ასრულებენ რომელიც არაბუნებრივია. მაგრამ როდესაც ეს მოძრაობები კარგად სრულდება ისინი ბუნებრივად გამოიყურება.

ბალერინები უარყოფენ ცეკვის მძიმე ტექნიკას და ტივტივებენ ჰაერში დიდხანს, ნელა, ნახომებით. ისინი ბალანსს ინარჩუნებენ იმ დროს როდესაც ტვიალებენ ბრზიალა სათამაშოსავით და თავბრუ არ ეხვევათ. ნაბიჯების დროს, ფეხები ისე სწრაფად მოძრაობს რომ თვალის დევნება რთულია. ქალები ფეხის წვერებით ცეკვავენ, მამაკაცები კი მათ ხელში იყვანენ და მაღლა ისე სწევენ თითქოს ბუმბულივით მსუბუქები ყოფილიყვნენ.

ბალერინები დიდ სიამოვნებას იღებენ ბალანსის კონტროლირებით და ამ გრძნობებს მაყურებელსაც უნაწილებენ. მაყურებლებს ისეთი გრძნობა ეუფლებათ, თითქოს ბრზიალებენ მოცეკვავეებთან ერთად. სხეულის უბრალო მოძრაობით მოცეკვავეები გამოხატავენ ისეთ ემოციებს როგორიცაა: ბრაზი, შიში, ეჭვიანობა, სიხარული და სინანული. ბალერინების სხეულის ხაზი ლამაზი და ჰარმონიულია დიზაინით. ბალეტის ტექნიკას კლასიკური ჰქვია, რადგან იგი ხაზს უსვამს უმანკოსა და ჰარმონიულ დიზაინს.


მოცეკვავეები და მათი მეცადინეობები



მოცეკვავე შეძლებს ბალეტის რთული ნაბიჯების შესრულებას მხოლოს მრავალი წლის მეცადინეობის შემდეგ. ბალეტის გაკვეთილების დაწყება მსურველს შეუძლია 8-10 ასაკიდან. ის ვინც ბალეტზე სერიოზულად ფიქრობს და გადაწყვეტილი აქვს ბალერინის კარიერა კვირაში 3-დან 6 დღე მეცადინეობს 12 წლის ასაკში. მოცეკვავეების უმრავლესობა პროფესიანალი ხდება 20 წლის ასაკში და პენსიაზე გადის 45 წლის ასაკში. სახში მეცადინეობა ძალიან ძნელია ამიტომ მოცეკვავეები დადიად სპეციალურ სტუდაში. მეცადინეობას უნდა დარბაზის სივრცე, ხოლო როიალი კარგი დამხმარე იქნებოდა.

პროფესიონალი ბალერინებიც კი ვარჯიშობენ ყოველ დღიურად რათა საუკეთესო ფორმაში იყვნენ. სპეკტაკლის დროს მათ არანაირი დაძაბვა არ უნდა დაეტყოთ და მთლიანად უნდა იყვნენ შთანთქმული თავიანთ დრამატიკულ როლში ან მუსიკაში. მაყურებელმა მხოლოდ სილამაზე და გამოხატულობა უნდა შეამჩნიოს და არა ტექნიკური სირთულე.


იდეალური ბალერინა.


სასურველი ფიზიკური მოთხოვნა ბალეტის მოცეკვავისთვის არის: გრძელი ხელები და ფეხები, გრძელი კისერი და შედარებით მოკლე ტანი. იდეალური ტანი ბალერინასთვის არის მოქნილი, გამხდარი და ძლიერი. მოცეკვავეებს არ შეუძლიათ შეიცვალონ ტანის პროპორციები, მაგრამ მათ შეუძლიათ გამოიმუშაონ ფიზიკური მონაცემები. ყველა დიდმა ბალერინამ დაიწყო არა სასურველი მონაცემებით.
ასევე იდეალურ ბალერინას უნდა ჰქონდეს რიტმის გრძნობა და მთლიანად უნდა შეიგრძნობდეს მუსიკას. მას უნდა უყვარდეს ბალეტი და მთლიანად უნდა მიუძღვნას თავი მას. სხვა შემთხვევაში ისინი ვერ შეასრულებენ ლამაზ მოძრაობებს...

No comments:

Post a Comment