Friday, May 7, 2010
ა ლ ე ქ ს ა
მოდი, სხეულში შემიძვერი...
შემომახიე თეთრი ნაჭერი.
შემომახვიე შენი თმები.
შემომეხვიე, როგორც ჰაერი.
შემოხვალ? შემო, ხვალ მაინც.
სასოწარკვეთილი მდუმარება....
იძულებითი ყოფნა ოთახში...
და მთა, სადაც მზე ცხოვრობს...
სიხარულის ცეკვა მარტოობის ცრემლებთან,
მოგაგონებს წუთებს, როცა ერთმანეთს ვკოცნით,
ერთმანეთს ვხედავდავთ ერთმანეთში...
ზარები ტელეფონის ჰგავს შენს ხმას ამოუღებელს...
დუმილი კი ერთადერთია, რაც შენს სურათს შეუძლია...
ოცნება ჩვენი მოვა, გვაკოცებს
და გაიოცებს ჩვენს სევდას...
ერთადერთი ხარ, თრთი, როცა იღლები,
როგორც სხივი მზის მთვარესთან...
გგონია, მე არ ვარსებობ?
ან ვარ სადღაც შორს.
შენთან ახლოს ვარ ყოველთვის.
თოკი, რომელიც ჩამომიგდეს სხვა პლანეტიდან, დავწვი.
დავწვეთ ერთად სადმე ზღვის სანაპირპოზე
და ვუმღეროთ ჩვენს შვილებს,
ისინი დაიბადებიან, რომ შენ გატკინონ და იტირონ.
დავიღალე.
მოდი, იცეკვე ჩემს ზურგზე.
ან თუ გინდა დავპატარავდეთ
და ვიცხოვროთ ასანთის ყუთში, ჭიამაისთან ერთად.
მოგვწყინდეს მხოლოდ სხვისი თითები.
ისეთი მთვრალი არ მინდა მნახო, რომ შეგზიზღდე...
ხომ გიყვარს ჩემი თვალები?
დაითვალე სამამდე... არ მოვედი?
დაითვალე ათამდე... არ მოვედი?
მაგრამ ხომ მოვალ და...
ერთად დავითვლით წლებს ჩვენი ბედნიერების...
ერთად ვივლით დედამიწაზე სიმშვიდის საძებნელად...
შიში შენი დაკარგვის ძლიერია.
გვიან არ არის არასოდეს.
თუ გიყვარს...
თუ გინდა...
თუ...
ხედავ? ვენები გადავიჭერი.
მოდი და სხეულში შემიძვერი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment